ყაურმის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს
07-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-8 კლასში ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, პედაგოგ ფარანძემ სტამბოლციანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კლასი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული, რამაც მშობლების აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლეებმა საყვარელ დედებს 3 მარტი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. 

მათ მშობლებს ყვავილები მიართვეს, გაახარეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203