ყაურმის საჯარო სკოლის მესამეკლასელთა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება 
07-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, მე-3 კლასის დამრიგებლის - გეღეციკ გაბრიელიანის ორგანიზებით, თემატური ღონისძიება ჩატარდა. 

მის ფარგლებში, მოსწავლეებმა მასწავლებლებს, ბებიებს, დებსა და დედებს ლამაზი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საყვარელი ადამიანები გაახარეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წევრები, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებიც ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203