კვაცხუთის საჯარო სკოლაში ხელოვნების ფესტივალი გაიმართა
28-05-2018
კვაცხუთის საჯარო სკოლაში „ხელოვნების ფესტივალი“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გამართეს: შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები, დადგეს მინისცენები. 

„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და უსაზღვრო სიყვარული ხელოვნებისადმი“ - აღნიშნა სკოლის პედაგოგმა ვერა მელაშვილმა. 

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203