ვარძიის ხედით შთაგობენულმა ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლემ მაკეტი შექმნა
07-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მრავალმხრივ ნიჭიერ და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულ მოსწავლეთა შორისაა სანდრო შავაძე. 

სანდრო თავისი კრეატიული აზროვნებით და ინდივიდუალური, მხატვრული ხედვით, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნამუშევრებით ხშირად ანებივრებს. 

ამჯერად, სანდროს ისტორიის გაკვეთილზე, ვარძიის შესწავლისას დაებადა იდეა გაეკეთებინა მაკეტი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს. 

სკოლაში, პატარა შემოქმედს კომპლიმენტებით ანებივრებენ და მას წარმატებას უსურვებენ. 

„მის ნამუშევრებს უთუოდ დაამშვენებს ვარძიის ულამაზესი ხედი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ამ უნიჭიერეს, კირკიმალახელგარჯილ და ცნობისმოყვარე ბიჭს. მან კიდევ ერთი ნაკეთობით შეძლო ჩვენი გაოცება“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203