ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული „ღრუბელთა სამყარო“
07-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი გარემოს მოწყობასა და მათთვის სასწავლო პროცესის საინტერესო აქტივობებით გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნახატები შექმნეს, თემა კი - ღრუბელთა სამყარო გახლდათ. 

„ცაში მონარნარე, ათასგვარ ფიგურებად გაფანტულ და ჩამავალი მზის სხივებით ალისფრად აელვარებულ ღრუბლებს ყველას ყურადღება მიუქცევია, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ამ ღრუბლებს საკუთარი სახელები აქვთ“, -  სწორედ ამ სამყაროში „ამოგზაურა“, ნადიე მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები.

შემოქმედებითი აქტივობა ბუნების გაკვეთილზე ჩატარდა. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს დავალებაზე, ღრუბელთა სამყარო მრავალფეროვნად წარმოაჩინეს და აღსანიშნავია, რომ დასახატად ყველამ ფრთა ღრუბელი აირჩია. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შემდგომშიც წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203