გოლთეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ფილმების საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს
07-03-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგ თამარ აროშიძის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასში პროექტი - „მუსიკა ქართულ ფილმებში“, გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ქართული ფილმებიდან საყვარელი პერსონაჟები განასახიერეს. ესენი იყვნენ „ნატვრის ხიდან“ - მარიტა და ფუფალა; „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ - ილიკო, ხოლო „იმერული ესკიზებიდან“ - ანა. მეექვსეკლასელები შესაბამისად გამოეწყვნენ, თან ჰქონდათ თითოეული პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი. მათ სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.