მარადისის საჯარო სკოლის I და IV კლასის მოსწავლეებმა მშობლებს დედის დღე ღონისძიებით მიულოცეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
I და IV კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მშობლებს დედის დღე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით მიულოცეს. ღონისძიებისთვის წინასწარ მომზადდა სივრცე, რომელიც შესაბამისი დეკორაციით იყო გაფორმებული.
მოსწავლეები აქტივობებში განსაკუთრებული სიყვარულით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და საყვარელი დედიკოები გაახარეს.
სკოლაში ღონისძიების ხელმძღვანელებს: ნატო ბოლქვაძეს, თეა მაკარაძეს, თამილა ბოლქვაძეს მადლობას უხდიან და მოსწავლეებთან ერთად, წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებული საზეიმო განწყობა ყველას გადაედო.
იხილეთ ფოტოები: