გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს 
07-03-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით კი, ლამაზი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში პედაგოგების - თამარ აროშიძის, სოფიო ლიპარტელიანისა და ნანა ბედიას ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთნენ. 

მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, აღნიშნული დღეების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. გარდა ამისა, შეიქმნა ვიდეორგოლები, რომლებშიც მოსწავლეებისა და მათი მშობლების საერთო ფოტოსურათებია თავმოყრილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203