ჯუმის საჯარო სკოლაში ჩემპიონის ტიტულით დაბრუნებულ მე-9 კლასელ ნინო ცხვიტავას ოვაციებით დახვდნენ
07-03-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ცხვიტავას მიღწევით ხარობენ. ის უმცროს მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონს სასკოლო საზოდგადოების წარმომადგენლები ოვაციებით შეხვდნენ და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
ნინო ცხვიტავას მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ტაში დაუკრეს, მიულოცეს და მომავალშიც წინსვლა უსურვეს.
„ვულოცავთ ნინოს ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ყოფილიყოს საწინდარი წინსვლისა და ახალ-ახალი გამარჯვებებისა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს