მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
07-03-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობის ინიციატივითა და ჩართულობით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გამორჩეული და ემოციური იყო - სახალისო კითხვა-პასუხებით, ვიდეომილოცვებით, მოსწავლეების მიერ დიდი სიყვარულით დამზადებული ფერადი მისალოცი ბარათებით, წერილებით, გამხელილი სიყვარულითა და აღიარებებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთს ენაცვლებოდა საკუთარი ლექსი, ცეკვები, მილოცვები. განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთა აქტივობა იყო, რომელიც კლასის ხელმძღვანელმა თამარ ბედინაშვილმა, პატარებთან ერთად, დედებს მიუძღვნა.
„დედა მარტო დედა არაა, ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზეს უცქერის. მართლაც დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქეთ დედებს, მათგანაც საოცარი პოზიტიური გზავნილები, სურვილები მივიღეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს