ხიხანის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მეტეოროლოგიური ხელსაწყო დაამზადეს
07-03-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
იქ მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთი თემატური ღონისძიება იმართება.
ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი მე-3 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში ჩაუტარდათ. მის ფარგლებში კი, ფლუგერი დაამზადეს. მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა გაიღრმავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს