დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება
07-03-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი სახის ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება. მის განხორციელებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიებაზე ბავშვებმა შეასრულეს საახალწლო და საშობაო სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები, გაითამაშეს მინისპექტაკლები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა - ევა კალაჩიანმა მოსწავლეები დაასაჩუქრა საჩუქრებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203