გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები ორიგინალურად აღნიშნეს
07-03-2024

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესასწაულებს პირველ და მესამე კლასში საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. აქტივობა მოიცავდა კითხვას - თუ რამდენად კარგად იცნობენ ბავშვები დედებს. მათ კითხვარი დიდი ინტერესით, ხალისითა და ყურადღებით შეავსეს, შემდგომ კი საყვარელ დედებს ლექსები მიუძღვნეს.

მათ თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს საყვარელი დედები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203