ბერძენაულის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
07-03-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის 2021-2022 წლების წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. 

მათ კუთვნილი ოქროს მედლები და სიგელები სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან.

სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ულოცავენ და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203