ავლევის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები წარმტაცი ღონისძიებით აღინიშნა
07-03-2024
კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც მნიშვნელოვანი თარიღები რჩება. ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნა. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა მაყურებლებს არაჩვეულებრივი წარმოდგენა შესთავაზეს, მათ იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებს მაისურები ეცვათ, რომლებზეც დედებთან ერთად გადაღებული ფოტოები იყო დატანილი. 

მათ საყვარელი მშობლების გულის გახარება შეძლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203