ბათუმის N20 სკოლის მოსწავლე დათუნა ჯინჭარაძემ კარატეში, აჭარის ღია ორთაბრძოლაზე ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
07-03-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მოსწავლის - დათუნა ჯინჭარაძის მიღწევა.

დათუნა კონტაქტურ კარატეში, აჭარის ღია ორთაბრძოლაზე მონაწილეობდა, ის ღირსეულად წარდგა ჩემპიონატზე, დამაჯერებელი მეტოქეობა გაუწია მოწინააღმდეგეებს და წარმატებაც მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ ვიცე ჩემპიონობას, წინსვლას და მომავალ გამარჯვებებს უსურვებენ.​

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ხელშეწყობა, რომ თავიანთი ნიჭის წარმოჩენა შეძლონ, განავითარონ და მუდამ წინსვლაზე ორიენტირდნენ

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203