თორიის საჯარო სკოლაში საიათნოვა გაიხსენეს
28-05-2018
თორიის საჯარო სკოლაში ცნობილი აშუღის, მომღერლისა და პოეტის - საიათნოვას პატივსაცემად ყოველწლიური „ვარდატონი“ აღინიშნა. 

ღონისძიება სომხური ენის მასწავლებელმა ნარა მარკოსიანმა მოამზადა. 

ღონისძიებაში VIII-კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პოეტის ლექსები და სიმღერები შესრულდა. ასევე, მათ ქართული და სომხური ცეკვებიც იცეკვეს. 

მოსწავლეებმა საიათნოვას ბიოგრაფიის შესახებაც ისაუბრეს. 

ღონისძიებას პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები  და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. 

სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობამ შთამბეჭდავად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203