გაიცანით, ბათუმის N20 საჯარო სკოლის პატარა მოჭადრაკე, საქართველოს ჩემპიონი - რატი დიასამიძე
07-03-2024
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
მათ შორისაა პატარა მოჭადრაკე რატი დიასამიძე, რომელმაც, 11 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რატიმ ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც ირლანდიაში გაიმართება.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნებას უსურვებენ.
„რატიმ, 9-იდან 7,5 ქულით ერთპიროვნულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული! ბათუმის N20 საჯარო სკოლა ულოცავს რატი დიასამიძეს ჩემპიონობას. სკოლა ამაყობს და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს