დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა მე-6 კლასელ იაოანა ქაჯაიას გვაცნობს, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა
07-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მე-6 კლასელი მოსწავლის - იაოანა ქაჯაიას შემოქმედებითი ნიჭი. მან შესანიშნავი ნახატი შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა.

მოსწავლის ნამუშევარში მკვეთრად იყო გამოხატული მისი წარმოსახვა და ხედვა, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეს სკოლაში, წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ინტერესებს სკოლაში ყოველთვის ითვალისწინებენ და მათ განვითარებაში ხელს უწყობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203