„გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“- თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-03-2024
თბილისის N37 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, ბიოლოგიისა და ქიმიის უფროსი მასწავლებლის - ეკატერინე ჯგუშიას ორგანიზებით, პროექტი - „გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“, განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

პროექტის პრეზენტატორები იყვნენ მე-11 და მე-11 კლასის მოსწავლეები. მათ ინფორმაცია აღნიშნული დაავადებებისა და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოიძიეს. მოსწავლეებმა კლასში ოსკაროსანი და ოქროს გლობუსით დაჯილდოებული ფილმის - „ჯერ კიდევ ელისი“ ჩვენება მოაწყეს. ის ლიზა ჯენოვას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული და ჰარვარდის ფსიქოლოგის, პროფესორის, ალცჰაიმერით დაავადებული ელის ჰოულენდის ამბავს ეხება. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პოსტერები ალცჰაიმერითა და პარკინსონის სინდრომით დაავადებული ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ მოამზადეს. გამოკვეთეს, თუ რა ნეგატიური როლი ითამაშა ამ დაავადებებმა და როგორ დაასრულა ბევრის კარიერა.

„გენური თერაპიის მიზანია ადამიანის გენეტიკური დაავადებების მკურნალობა მუტაციური, დაზიანებული გენის ახალი გენით შეცვლის საშუალებით. იმედია, გენური ინჟინერიის ეს თანამედროვე დარგი - გენური თერაპია მეცნიერების მიერ უფრო მეტად იქნება შესწავლილი და მკურნალობაც უფრო ეფექტური“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203