ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
07-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძვირფასო, ძვირფასო, ძვირფასო ბავშვებო, გიყვარდეთ, გიყვარდეთ, გიყვარდეთ დედები“, გამართეს. 

მოსწავლეებმა დედებისთვის ლექსები გულმხურვალედ წაიკითხეს, დედისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საყვარელ მშობლებს ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს, რამაც ისინი ძალიან გაახარა. აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზოლდა სულავა იყო. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203