ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო ცდები მოეწყო
07-03-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, იქ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში ორგანიზაცია „მხიარული მეცნიერების“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ V და Vl კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და სხვადასხვა ცდა ჩაატარეს. 

ცდებში მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. ისინი შთაბეჭდილებებით აღივსნენ. 


„მოსწავლეები სრული ანშლაგით დაესწრნენ და აქტიური მონაწილეობაც მიიღეს თითოეული ცდის ჩატარებაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203