საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ტრადიციად ქცეული სპორტული ღონისძიება გაიმართა
07-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, გიმნაზიაში სპორტული აქტივობები დაიწყო.

ამჯერად, გიმნაზიაში გაიმართა ტრადიციული საჩვენებელი საკალათბურთო შეხვედრა სკოლის უფროსკლასელებს შორის, ერთმანეთს X და XI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ, ბოლოს კი მეგობრობამ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ საჩვენებელი შეხვედრის მიზანი მოსწავლეების სპორტული უნარების წარმოჩენა და განვლილი სპორტული პროგრამების განმტკიცება იყო. 

თამაშს გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლაში გვიყვებიან, რომ: ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთგვარ აუცილებელ პირობად იქცა დღევანდელ ცხოვრებაში, ამ მხრივ კი გიმნაზია ყოველთვის ცდილობს მოსწავლეები ჩართოს სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203