„ვეფხისტყაოსანი“ - მოგზაურობა დროში“ - აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - იზა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე - „ვეფხისტყაოსანი-მოგზაურობა დროში“. 

ბავშვებმა შექმნეს შოთა რუსთაველის ბლოგი და პერსონაჟების „ფეისბუქგვერდები“, რასაც აქტიურად იყენებდნენ კომუნიკაციისთვის, მიმოწერისთვის დაიხმარეს ტექსტი. მოაწყვეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორზე, ტექსტის ხელნაწერებზე, ბეჭდურ გამოცემებზე, კვლევებზე, თარგმანებზე, მიხაი ზიჩზე და მის ნახატებზე. მოსწავლეებმა შექმნეს მე-12 საუკუნისთვის შესაფერისი ფორმატის წერილები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მუშაობდნენ პროექტზე. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შემეცნებითი თამაში აფორიზმებზე და კომიქსებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203