„ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მიყვარხართ“ - წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორის დაუვიწყარი სიურპრიზი თანამშრომლებს 
07-03-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღეებია.

„ყველა სიკეთის დედაა ქალი“ - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ამ ლოზუნგით წარიმართა სკოლაში.

გაზაფხულის პირველ დღესასწაულებთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა - მაია ქობულიამ სასკოლო საზოგადოებასთან ლამაზი შეხვედრა მოაწყო.

„ის შეხვდა კოლეგებს, სკოლის ყველა თანამშრომელს, დირექციის წევრებიდან რიგით მუშაკამდე, რადგან, სწორედ ყველას ერთობით იქმნება ჩვენი სკოლის სახე“, - გვიყვებიან სკოლაში. 

დირექტორმა ყვავილებითა და მისალოცი ბარათებით თითოეული მათგანი ძალიან გაახარა.

„ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მიყვარხართ“, - აღნიშნა დირექტორმა და ყველა გაახარა.

სკოლაში, მადლობას უხდიან დირექციას და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს - თამაზ დუნდუას, ასევე თვითმმართველობის წევრებს დახმარებისა და აქტივობაში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ ერთად დიდ სიმაღლეებს მივაღწევთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203