
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში, ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, მაია თანდილაშვილის ინიციატივით, მოეწყო დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
ბავშვებმა გამოფენაზე წარადგინე ნატურმორტები ნახატისა და აპლიკაციის სახით. ასევე დედების პორტრეტები. გამოფენა ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.
გამოფენის დასასრულს დედებს გადაეცათ ხელოვნების გაკვეთილზე შვილების მიერ ქაღალდის აპლიკაციით დამზადებული თაიგულები.
იხილეთ ფოტოები: