ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
07-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა - თამილა დუმბაძემ სადამრიგებლო VII კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ინფორმაციები მოიძიეს. ისინი ასევე გაეცნენ სხვადასხვა საინტერესო ფაქტებს, ტრადიციებს, ლეგენდებს, იმის შესახებ თუ როგორ აღნიშნავენ ქვეყნები ამ დღესასწაულს. 

ღონისძიებაზე მათ დედებს ლექსები მიუძღვნეს და მისალოცი ბარათები დაამზადეს. ეს ყოველივე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

„დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203