„კალმარიდან რაკეტამდე“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, პედაგოგმა - ხათუნა უსტიაშვილმა IX კლასში განახორციელა პროექტი - „კალმარიდან რაკეტამდე“.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახა. 

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, პრეზენტაციის წარდგენისას ისაუბრეს, თუ რა როლს ასრულებს ავიაციასა და კოსმონავტიკაში რეაქტიული მოძრაობა, განმარტეს რა არის რეაქტიული ძრავა და ახსნეს მისი მოქმედების პრინციპი. მე-9 კლასელებმა ისაუბრეს როგორ მოძრაობს და რა მიზნებისთვის იყენებენ რაკეტას. მოსწავლეებმა ასევე, დაამზადეს რეაქტიულად მოძრავი მოდელი და ჩაატარეს ცდები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203