ნოღის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
07-03-2024
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, რისი მიზეზიც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია, როგორიც დედის დღეა. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში აქტივობები მოეწყო. ეზოში ერთგვარი სტენდი იყო გაშლილი, რომელიც ყვავილებითა და შესაბამისი დეკორაციით მოირთო. გარდა ამისა, თემატური ნამუშევრები გამოიფინა. მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და ბოლოს, ასფალტზეც დახატეს.

ისინი აქტივობაში განსაკუთრებული სიხარულითა და სიყვარულით ჩაერთნენ, მშობლების გახარება შეძლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სადღესასწაულო განწყობას ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით გაფორმაბული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203