ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2024

ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი - როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში საზეიმოდ დედის დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა, ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა ლამაზად მომზადებული ღონისძიება პედაგოგებს და დამსწრე საზოგადოებას მიუძღვნეს და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203