„ABC - პოსტერებით დანახული ინგლისური ანბანის სამყარო“ - წეროვნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო აქტივობა
07-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა. I კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, ინგლისური ანბანის პოსტერი შექმნეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყოველი ახალ ასო-ბგერას, რომელსაც ბავშვები სწავლობენ, პოსტერზე ამაგრებენ.

აქტივობა „ABC - პოსტერებით დანახული ინგლისური ანბანის სამყარო“  პირველკლასელთათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ეს დღე სახალისო და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

სკოლაში ბავშვებს წარმატებებს უსურვებენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203