ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი საინტერესო თეატრალური წარმოდგენით მიულოცეს 
07-03-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. მე-2 კლასის დამრიგებელმა - ნატო გეგეშიძემ, თავის მოსწავლეებთან ერთად, ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრებიდან“ დედის დღესთან დაკავშირებით „დედის ზღაპარი“ შეარჩია და ბავშვებს შესთავაზა. ზღაპრის მიხედვით, მათ შესანიშნავი სპექტაკლი დადგეს, სადაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარა მსახიობებმა პროფესიონალურად გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. 

მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. იქ მყოფი თითოეული ადამიანი სიხარულითა და დადებითი ემოციით დაიმუხტა

ბავშვებმა აღნიშნული ღონისძიებით მიულოცეს საყვარელ დედებს 3 მარტი. 

ეს დღე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203