მუხურის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს 
07-03-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებს სთავაზობენ და მოწოდებულნი არიან სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი გახადონ. 

ამჯერად, ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ მე-4 კლასში განახორციელა პროექტი, სახელწოდებით - „ცხოველები“, რომლის მთავარი თემა იყო - ფერმისა და ზოოპარკის ცხოველები. 

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, პროექტის მიზანი იყო, გავლილი ლექსიკური ერთეულების განმტკიცება (რაც მოიცავს ცხოველთა სახელწოდებებს ინგლისურ ენაზე; ცხოველთა კლასიფიცირებას: ფერმისა და ზოოპარკის ცხოველებად;) ასევე - მოსწავლეთა ინფორმირება ცხოველთა სპეციფიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით (გარეგნული მახასიათებელები, საცხოვრებელი გარემო, საკვები და ა.შ)

პროექტის ფარგლებში კი, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა: დამზადდა კედლის გაზეთები და პოსტერები; მოხდა ცხოველთა კლასიფიცირება: ფერმისა და ზოოპარკის ცხოველები, მოსწავლეებმა სხვადასხვა გარეგნული მახასიათებლის მიხედვით აღწერეს;

მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ საბინადრო ადგილების, საკვებისა და გარეგნული მახასიათებლის შესახებ. მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება ველური ცხოველების შესახებ და ასევე, მოსწავლეებმა შეასრულეს ქვიზი ველურ ცხოველებზე. ქვიზის პირობა კი შემდეგნაირი იყო: რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი აღწერილობით, დადგენილი დროის ლიმიტში, მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ აღწერილი ცხოველი. 

პროექტი საკმაოდ ინფორმაციული, საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203