ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა 
07-03-2024

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.

ამის დასტური, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გახლავთ, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

ღონისძიება ისტორიის მასწავლებლების:დიანა გოგინაშვილისა და დარია კობალაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბროლაში დაღუპული იუნკერები. ისაუბრეს მარო მაყაშვილზე, რომელიც მოწყალების დად წავიდა ფრონტზე და ძალიან ახალგაზრდა შეეწირა უთანასწორო ბრძოლას.

მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს, დადეს პირობა, რომ არასოდეს დაივიწყებენ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ემზარ მამისაშვილი.

ღონისძიება ძალიან ინფორმაციული, ინტერაქციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203