„სიყვარულის დღე რადიოში“ -  ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა
07-03-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო მე-8 კლასში, ინგლისურ ენაში გამართული მრავალფეროვანი აქტივობა, რომლის თემა იყო - „სიყვარულის დღე რადიოში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებს შეძლებოდათ ვალენტინობასთან დაკავშირებული აუდიოფაილების შექმნა, სადაც ისაუბრებდნენ ცნობილი წყვილების ისტორიაზე, შექმნიდნენ რადიო სპექტაკლებს და გაახმოვანებდნენ მათ.

სამიზნე ცნება კი იყო - კულტურათა დიალოგი. 

აქტივობამ მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა ინგლისურად და ქართულად ჩაწერეს „რომეო და ჯულიეტას” ამბის მცირე შინაარსი. ამასთანავე, სკოლაში შეიქმნა ო. ჰენრის ნაწარმოების - „მოგვების“ ამბის მცირე შინაარსის აუდიორგოლი.

მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა ასევე დაწერეს სამი სპექტაკლის სცენარი: „იმპერატორის კანონი“, „ვალენტინის დასჯა“, „ვალენტინის და ციხის უფროსის ქალიშვილის სიყვარულის ისტორია-წერილები“. მათ აღნიშნული სცენარები გაახმოვანეს და შექმნეს აუდიო ვერსიები, რომელთა შესახებაც პრეზენტაციები გააკეთეს.

ბოლო კი მათ, მოიძიეს და უჩვენეს მსმენელს ვიდეორგოლი „ვალენტინობის დღის წარმომავლობის“ შესახებ.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203