ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა დედის დღისამი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება 
07-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სიყვარულისა და სითბოს გაცემას ასწავლიან. 

გულწრფელი ემოციების გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის III კლასში (დამრიგებელი მარიტა ბრეგაძე) გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.

მოსწავლეებმა დედებს ორიგინალურად მიულოცეს მათი დღე, ლექსები, საცეკვაო ნომრები და სიმღერები მიუძღვნეს და მშობლის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

„აღსანიშნავია, რომ დედის დღე არის გულწრფელი დღესასწაული. დღე, რომელიც პატივს სცემს არაჩვეულებრივ ქალებს, რომლებიც ავსებენ ჩვენს ცხოვრებას სიყვარულით, ძალითა და თანაგრძნობით. ეს არის დრო, რომ გამოვხატოთ მადლიერება მათი მხარდაჭერისთვის. ძვირფასო დედებო, მუდამ გებრწყინოთ თქვენი შვილების წარმატებებით!“- აღნიშნავენ სკოლაში და გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს დედებს კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203