თბილისის N9 სკოლის მოსწავლე საბა ედილაშვილმა ლატვიაში, უშუს ღია ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა
07-03-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

მათ შორისაა მე-12 კლასელი საბა ედილაშვილი. მან ლატვიაში ჩატარებულ უშუს მე-11 ღია ჩემპიონატზე 2 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი 1-5 მარტს გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბა აღნიშნულ სპორტის სახეობაში არაერთგზის გამარჯვებულია. აგვისტოში, მან ჩინეთში ჩატარებულ კუნგფუს მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი - ეს, როგორც აღნიშნავენ, მისი მიღწევების მცირე ჩამონათვალია.

სკოლაში მოსწავლის წარმატებებით ამაყობენ, მომავალში, კი ბევრ გამარჯვებასა და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203