ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი მუმლაძის წარმატება ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში
07-03-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა შორისაა ანი მუმლაძე. 

ანი მე-12 კლასელია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის გამოცხადებულ, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში - „განათლება ქმნის მომავალს“, წარმატებით მონაწილეობდა.

ანიმ, შესაძლებლობები წარმოაჩინა და მე-4 ადგილი დაიმსახურა, მიღწეული წარმატებისთვის კი, სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ოლიმპიადაში დამრიგებლისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ჩხეტიას მხარდაჭერით მონაწილეობდა. 

სკოლაში ანის წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანის და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203