ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-03-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე შოთა ბუცხრიკიძე და მე-10 კლასელი ელგუჯა წითაძე ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები კონკურსს, დამრიგებლების - ელისო გოლეთიანისა და ნათია აბულაძის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ბელა დურგლიშვილის მხარდაჭერით შეუერთდნენ და წარმატებაც მოიპოვეს. 

მოსწავლეები დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის, ალტეს უნივერსიტეტმა დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა მირწევით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ შოთას, ელგუჯას, მათ მასწავლებელ ბელა დურგლიშვილს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203