ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე მაკა რამიშვილი თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრება
07-03-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მაკა რამიშვილი, რომელიც თურქეთის სამეცნიერო ბანაკის მონაწილედ შეირჩა.

მაკა, თურქეთში 11-17 აგვისტოს გაემგზავრება, ის ამ პერიოდს დიდი იმედებითა და საუკეთესო მოლოდინებით ელის, სკოლა კი, ამაყობს მოსწავლის მიღწევით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ბანაკის მიზანია ინტერაქტიული აქტივობებით მოსწავლეების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში.

ბანაკში მონაწილეობით, მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან დამეგობრებისა და მათთვის საკუთარი ქვეყნის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა.

„გვეამაყება ეს სასიხარულო ამბავი“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203