ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სალდაძე გაცვლითი პროგრამით აშშ-ი ისწავლის
06-03-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-11 კლასის მოსწავლე ანა სალდაძე, რომლის დამრიგებელი ქეთევან ფირცხალავა გახლავთ. მოსწავლე FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მისთვის შერჩეულ სკოლაში ისწავლის მე-12 კლასში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203