
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური თუ ანალიტიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა?სად? როდის?“
კონკურსში მე-7 -მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო 7 გუნდი. თამაშის თემა იყო - „ქართული კინო“.
გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვება კი გუნდმა „შერეკილებმა“ მოიპოვა 19 ქულით, ამავე გუნდის კაპიტანმა თეკლე თევაძემ (მე-7კლასი) საკაპიტნო თამაშიც მოიგო.
გამარჯვებულ გუნდის წევრებს გადაეცათ სიგელები და ბუს ქანდაკება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაში ტრადიციად იქცა და იგეგმება ზაფხულის სეზონის ჩატარებაც.
თამაშის ორგანიზატორი ინგლისური ენის მასწავლებელი ელისო სტურუა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: