„ცოდნის კიდობანი“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
06-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სკოლის დირექტორის - ნინო ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის- „აიმაღლე ინტელექტის“ ფარგლებში, ვიქტორინა–კონკურსი - „ცოდნის კიდობანი“ ჩატარდა.
კონკურსში V, VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამოვლინდა გამარჯვებული - V კლასის გუნდი „პირველი მერცხალი“. მისი კაპიტანი შოთა ქაშიბაძეა იყო. გუნდის წევრები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საუკეთესო კაპიტნის ტიტული კი VII კლასის მოსწავლეს, გუნდ „მოაზროვნეების“ კაპიტან შოთა ჩირგაძეს მიენიჭა.