„მადლობა, დირექტორს და სამეურვეო საბჭოს დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის“- ბოსტანის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა
06-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.  სკოლის დირექტორი გია ჯოხაძე აქტიურად ზრუნავს, სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის ინფრასტრუქტურაზე. 

ახლახან, ბოსტანის საჯარო სკოლაში დასრულდა სარემონტო სამუშაოები, რომლისთვისაც თანხა გამოიყო სკოლის ხარჯებიდან. სრულად გარემონტდა ორი საკლასო ოთახი პირველ სართულზე, სააქტო დარბაზი და პირველი სართულის დერეფანი.

პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს და სამეურვეო საბჭოს დროული, საჭირო გადაწყვეტილების, გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის.

„ასევე მადლობა სარემონტო სამუშაოების კომპანიას ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203