ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში კინოხელოვნებისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულების ფორმირებას და დოკუმენტური ფილმებით მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს CinèDOC კლუბი (კლუბის ხემძღვანელი პედაგოგები: რუსუდან გორგაძე და ირმა გურასპაშვილი), რომლის წევრებით საინტერესო ფილმებს ეცნობიან. 

თბილისის N173 საჯარო სკოლის CinèDOC კლუბში 30 იანვარს, გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „პუნამის ბედისწერის“ ჩვენება.

ჩვენებას ესწრებოდნენ მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმში წარმოდგენილი თემა აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენება მეტად შთამბეჭდავი და ემოციური იყო. ფილმის ჩვენების დასრულებისას კი გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი და დამოკიდებულება ფილმში წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება cineDOC School-ს, სკოლა შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით და არაფორმალური განათლების მხარდაჭერით მიზნად ისახავს სასკოლო განათლების ხელშეწყობას. კლუბი ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის შემოქმედებით დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: