ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
04-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, სოფლის „მაძღარი“ შემოდგომა საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს.

ღონისძიება არაერთი საინტერესო და მხიარული აქტივობით იყო დატვირთული, სადაც ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღნიშნულმა დღემ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღავსო და განწყობა აუმაღლა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და მათ საჭირო უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203