იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაქალაქს სასწავლო-გასართობი ექსკურსიით ესტუმრნენ
04-12-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეები პედაგოგების - ლალი ვაჭრიშვილი და ხაჯა ნოვრუზოვას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ. 

მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ და მთაწმინდის პარკში იმყოფებოდნენ. 

ტური მოსწავლეებისთვის მერად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. სკოლაში ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203