ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზულად აღინიშნა
22-09-2023
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

15 სექტემბერს სკოლის კარი მოსწავლეებმა ჟრიამულით შეაღეს. მათ ამაღლებულ განწყობაზე კი დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს სადღესასწაულოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. 

განსაკუთრებით ემოციური იყო სწავლის პირველი დღე პირველკლასელებისთვის. თამამი ნაბიჯების გადადგმაში კი მათ პედაგოგები დაეხმარნენ და მათ მოტივაცია პირველ სასწავლო დღესვე აუმაღლეს. სასკოლო ცხოვრების დაწყება კი ანიმატორებმა მიულოცეს.

პატარებს საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა სწავლა-სწავლების პროცესი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით განაახლეს.  

სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს. 

გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული, ჯანრთელი და ბედნიერი სასწავლო წელი დაგვბედებოდეს!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203