ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
22-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით, საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და დრო სასიამოვოდ გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. უდიდესი სიყვარულით შეეგებნენ 8 პირველკლასელს - 5 ბიჭსა და 3 გოგოს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა ლალაზარ აროიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203