მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს
22-09-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმეს. 

„იყო ფერადი, ბრჭყვიალა გარემო, მხიარული ლაღი და პოზიტიური განწყობა, უამრავი ლექსი, სიმღერა და მოლოცვების კორიანტელი, თვალანთებული და ცოტა გაოცებული პირველკლასელები, რომლებიც ყველას ყურადღების ცენტრში მოექცნენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორმა ესმა ჯაფარიძე სასკოლო საზოგადოებას მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა, პირველკლასელებს კი ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

„გილოცავთ, 2023-2024 სასწავლო წელს, დაე, წარმატებების წელი ყოფილიყოს“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203